ფეხბურთი

1:10 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩუაი “დორტმუნდში” ითამაშებს

ბელგიის ნაკრების და “ჩელსის” თავდამსხმელი მიჩი ბაჩუაი “დორტმუნდის” ფეხბურთელია. რურის მხარის წარმომადგენლის ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ 24 წლის მოთამაშე “ყვითლების” რიგებში 2018 წლის 30 ივნისამდე იჯარით ითამაშებს.

ბაჩუაიმ “ჩელსი” მას შემდგომ დატოვა, რაც “არისტოკრატებმა” “არსენალიდან” ოლივიე ჟირუ დაიმატეს. თავის მხრივ, გერმანელებს ფორვარდი სჭირდებოდათ, რადგან საუკეთესო ბომბარდირი პიერ-ემერიკ ობამეიანგი “არსენალში” გადავიდა. მიჩი “დორტმუნდში” 44-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ბელგიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 26-ჯერ ითამაშა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112726