ფეხბურთი

0:40 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურა “ტოტენჰემის” ფეხბურთელია

“პარი სენ-ჟერმენის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუკას მოურა, კარიერას “ტოტენჰემში” განაგრძობს. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ბრაზილიელი მოთამაშე 27-ნომრიან მაისურს მოირგებს და “დეზების” ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

შეგახსენებთ, რომ მოურა პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობდა და 228 მატჩში 45 გოლის გატანა მოახერხა. ნეიმარის და მბაპეს მოსვლის შემდგომ კი, თამაში თითქმის აღარ უწევდა და მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლა მხოლოდ 6-ჯერ მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103887