ესპანეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "დორტმუნდის" ყოფილი მცველი მარკ ბარტრა კარიერას "ბეტისში" გააგრძელებს. როგორც ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი გუნდში 2023 წლის ივლისამდე ითამაშებს. ესპანელებს მცველის ტრანსფერი 10.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ბარტრა "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2012 წელს დააწინაურეს. 4 სეზონის შემდეგ "ბლაუგრანამ" ფეხბურთელი "დორტმუნდში" გაუშვა. გერმანული გუნდის რიგებში მარკმა 51 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.