ფეხბურთი

20:36 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერომანია

2017 წელს კლუბებმა ტრანსფერებში, მთლიანობაში, 6,3 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ეს სარეკორდო თანხაა და 32,7 პროცენტით აღემატება 2016 წელს დახარჯულს. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობაა... ეს ფიფას ოფიციალური საიტის ინფორმაციაა.

2017 წელს კლუბებმა ჯამში 15 624 ტრანსფერი განახორციელეს. საინტერესოა, რომ საშუალოდ ექვსიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა ტრანსფერისას ფულის გადახდა. დანარჩენ ხუთ შემთხვევაში კი ფული არ გადახდილა, ანუ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდნენ ფეხბურთელები.

სარეკორდო კი, როგორც იცით, ბრაზილიელი ნეიმარის ტრანსფერია: “ბარსადან” პსჟ-ში 222 მილიონ ევროდ.

0.116352