თამაშგარე

18:04 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესის ცოლი რუსეთის მუნდიალზე დიდ იმედებს ამყარებს

რუსეთში გასამართ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, დიდი ნაკრების ქომაგები ახლავე აგებენ იმედის კოშკებს და ყველას სჯერა, რომ 2018 წლის მუნდიალი მათი საყვარელი გუნდისათვის ტრიუმფის მომტანი იქნება. ქომაგებზე არანაკლებად ემზადებიან ცნობილი ფეხბურთელების ცოლები და გულისსწორები.

ლეო მესის ცოლი, ანტონელა რეკუზო ყველამ ვიცით, რომ არასოდეს გამოირჩეოდა განსაკუთრებუოლი ეპატაჟურობით, თუმცა რუსეთის მუნდიალი მასაც დიდი იმედებით აღავსებს და ჟურნალისტებთან საუბარში ანტონელამ განაცხადა, რომ სპეციალურად მუნდიალისათვის და ლეოს გასამხნევებლად, აპირებს სხეულზე არგენტინის გერბის გამოსახულება დაიხატოს.

რამდენად გაამხნევებს ლეო მესის ცოლის სხეულზე დახატული ტატუ - ეს რასაკვირველია მუნდიალზე გამოჩნდება, მაგრამ საკუთრივ ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ მესების ოჯახი ზაფხულში გასამართ მუნდიალზე დიდ იმედებს ამყარებს. იქნებ მართლაც გატყდეს ნავსი და...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159487