ფეხბურთი

12:35 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” ემერსონი შეიძინა

ლონდონის “ჩელსიმ” იტალიური “რომასგან” ემერსონ პალმიერი შეიძინა. ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 23 წლის ბრაზილიელ მცველთან ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. ემერსონი “არისტოკრატთა” რიგებში 33-ე ნომრით იასპარეზებს. გარიგების ფინანსური დეტალები არ სახელდება.

“სანტოსის” აღზრდილმა ფეხბურთელმა, რომელიც მთავარ გუნდში 2012 წლიდან თამაშობდა, ევროპული კარიერა 2015 წელს “პალერმოში” დაიწყო, სადაც საიჯარო ხელშეკრულებით იმყოფებოდა. იმავე წელს “რომაში” გადაბარგდა და საერთო ჯამში რომაელთა რიგებში ჩატარებულ 47 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119825