ფეხბურთი

23:40 | 30.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "არსენალის" ახალგაზრდა ფეხბურთელი გაიფორმა

ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი და ლონდონის "არსენალის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მარკუს მაკგუეინი კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა. ფეხბურთელი ჯერჯერობით "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში ითამაშებს.

"მეთოფეების" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა მთავარ გუნდში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. "არსენალის" 23-წლამდელთა გუნდში კი 27 შეხვედრა გამართა და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111508