"მანჩესტერ სიტიმ" კლუბის სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა და "ბილბაოს" აწ უკვე ყოფილი მცველი ემერიკ ლაპორტი გაიფორმა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ინგლისელებმა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 57 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს და ფრანგი "ქალაქელებისთვის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. 23 წლის მოთამაშემ მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.
ლაპორტი "ბილბაოს" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2012 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა ბასკური გუნდის მაისურით 222 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.