ბუნდესლიგის “შტუტგარტმა” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ახლახან დათხოვნილი ჰანეს ვოლფის შემცვლელი მალევე იპოვა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, გუნდს 2019 წლამდე თურქი სპეციალისტი ტაიფუნ კორკუტი უხელმძღვანელებს.
შტუტგარტში დაბადებული კორკუტი, რომელიც 1995-2003 წლებში თურქეთის ნაკრებში თამაშობდა, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ “ჰანოვერს” (2013-2015), “კაიზერსლაუტერნსა”(2016) და “ლევერკუზენს” (2017) წვრთნიდა. ბოლოს “შტუტგარტის” 19-წლამდელთა გუნდში მუშაობდა.
კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელის შეცვლა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გადაწყვიტა - შტუტგარტელები 20 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფებიან და სახიფათო ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებთ.