ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ქეროლაინ ვოზნიაცკი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა.
განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით წინ წაიწია ელინა სვიტოლინამ და ახლა მესამე ადგილზეა.
რეიტინგში დიდი პროგრესი განიცადა ანგელიკა კერბერმა, რომელიც ერთბაშად 7 პოზიციით დაწინაურდა და მეცხრე ადგილზე დამკვიდრდა.
1. ქეროლაინ ვოზნიაცკი – 7965 ქულა
2. სიმონა ჰალეპი – 7715
3. ელინა სვიტოლინა – 6085
4. გარბინიე მუგურუსა – 5690
5. კაროლინა პლისკოვა – 5445
6. ელენა ოსტაპენკო – 4901
7. კაროლინა გარსია – 4495
8. ვინუს უილიამსი – 4278
9. ანგელიკა კერბერი – 3031
10. კრისტინა მლადენოვიჩი – 2935