ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული როჯერ ფედერერი ATP-ის განახლებულ რეიტინგში, პირველ ადგილზე მყოფ რაფაელ ნადალს 155 ქულითღა ჩამორჩება.
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტი მარინ ჩილიჩი სამი პოზიციით დაწინაურდა და მესამე ადგილზეა.
4 ადგილით წინ წაიწია ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ის ამჟამად 57-ე პოზიციაზეა.
1. რაფაელ ნადალი – 9760 ქულა
2. როჯერ ფედერერი – 9605
3. მარინ ჩილიჩი – 4960
4. გრიგორ დიმიტროვი – 4630
5. ალექსანდრ ზვერევი – 4610
6. დომინიკ ტიმი – 4060
7. დავიდ გოფინი – 3460
8. ჯეკ სოკი – 2880
9. ხუან მარტინ დელ პოტრო – 2815
10. პაბლო ცარენო ბუსტა – 2705
...
57. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 916