სხვა

15:12 | 28.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული დღე და დაჯილდოვება იაპონურ დოჰიოზე (+VIDEO)

ლევან გორგაძემ იანვრის ბაშო 13-ქულიანი დადებითი ბალანსით – 14 მოგებით და 1 წაგებით დაასრულა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა 30 წლის ქართველმა სუმოისტმა, რომელმაც უმთავრესი ჯილდო - იმპერატორის თასი ჯერ კიდევ სუპერტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა, დღეს, ოქროს წერტილი იაპონელი შოთა ენდოს ძლევით დასვა. გორგაძისთვის ენდო საკმაოდ უხერხული მეტოქეა – აქამდე მას ოთხჯერ დასჭიდებოდა და მხოლოდ ერთხელ დაემარცხებინა. დაძაბული ბრძოლის შემდეგ, უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე შემცირდა.

იმპერატორის თასის ქართველ მფლობელს დღეს არანორმალური მხარდაჭერა ჰქონდა. დარბაზში შეკრებილი 13 ათასამდე მაყურებელი დაჯილდოვების ცერემონიალის წინ ტოჩინოშინს ერთხმად სკანდირებდა.

დასკვნითი ტური ასევე წარმატებული აღმოჩნდა რანგით მეორე – ჯურიო დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელისთვის – გაგამარუმ მერვე ქულა აიღო და რვა მოგებითა და 7 წაგებით საბოლოო დადებითი ბალანსი – კაჩიკოში გაინაღდა. ამ შედეგით კი ლიგიდან გავარდნას გადაურჩა.

https://www.youtube.com/watch?v=dj5RzC6nNr8

38:00-41:00 ტოჩინაშონის ბრძოლა შოთა ენდოსთან.

1:33:00-დან ტოჩინაშონის დაჯილდოვების ცერემონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115398