კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე შესაძლოა "ჩელსის" თავკაცი გახდეს. როგორც The Mail on Sunday წერს, მიმდინარე სეზონის ბოლოს "არისტოკრატთა" ხელმძღვანელობა კონტეს გაშვებას გეგმავს და ესპანელი სპეციალისტის სამსახურითაა დაინტერესებული.
აქამდე "ჩელსიში" მასიმილიანო ალეგრის და დიეგო სიმეონეს კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა აღნიშნული სპეციალისტები "იუვენტუსის" და "ატლეტიკოს" დატოვებას არ აპირებენ. შესაბამისად ინგლისელები ესპანელზე გადაერთვნენ.
ლუის ენრიკე "ბარსელონას" 2014-17 წლებში ხელმძღვანელობდა და სამ სეზონში ესპანელმა კლუბს ყველა უმაღლესი ტიტული მოაგებინა. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 181 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 138 მოიგო, ხოლო 22 შეხვედრა ფრედ დაასრულა.