ფეხბურთი

15:47 | 28.01.2018 | ნანახია 1238 - ჯერ

რივალდოს ვაჟი "ლევსკიში" ითამაშებს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის რივალდოს ვაჟი რივალდინიო ბუქარესტის "დინამოდან" სოფიის "ლევსკიში" გადავიდა. როგორც ბულგარული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 22 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდში 2020 წლის ივლისამდე დარჩება.

რივალდინიო "დინამოში" 2017 წლის თებერვალში "ინტერნასიონალის" სარეზერვო გუნდიდან გადავიდა და დღემდე ბუქარესტული გუნდის მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 6 გოლი გაიტანა. როვალდოს ვაჟის სატრანსფერო ღირებულება 500 ათასი ევროა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:29 | 28.01.2018
თორღვა პანკელი (1138)

კი ურჩევნია მამულს რომ შვილი ჯობდეს მამას მაგრამ რაქნას? რაც შეუძლია იმას თამაშობს.

19:24 | 28.01.2018
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

: ეჰჰჰ

18:21 | 28.01.2018
წინ ბათუმის დინამო!!! (140)

ნელ-ნელა და ჩავა შოთიკოსთან ფახთაქორში

18:07 | 28.01.2018
KoRBeN DaLLaS (24846)

რას ერჩით, მამამისის გეტრების ფასი კი ღირს

17:10 | 28.01.2018
fello (146)

მოკლედ რა... დინამოს ხომ არ ჰყავს ნორმალური სპორტული დირექტორი ან თუნდაც სკაუტი რომ ჩამოიყვანოს ნორმალური უცხოელი ეხლა ამ ბიჭში 500 ათასი ევროს გადახდა არ გაუჭირდებოდა და ძაან კარგად გამოადგებოდა ეს გუნდში მაგრამ არა!! დინამომ ხომ უნდა ჩამოიყვანოს უფასოდ ისეთი მოთამაშე რომელსაც უბანში ექნება ნათამაშები მარტო როგორც სკრიბე იყო მეკარე თუ სწორად მახსოვს მაგის გვარი. სირცხვილია დინამოს მენეჯმენტი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13405