ლისაბონის "სპორტინგმა" პორტუგალიის ლიგის თასის ფინალში "სეტუბალი" პენალტების სერიაში დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო. ბრაგაში გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანებში კი ლისაბონელებმა 5:4 იმარჯვეს.
პორტუგალიის ლიგის თასის გათამაშება 2007/08 წლების სეზონში დაიწყო და პირველივე ფინალში "სპორტინგი" და "სეტუბალი" შეხვდნენ, მაშინ ამ უკანასკნელმა მოიგო და დედაქალაქურმა გუნდმა წელს რევანში აიღო.