ლონდონის "ჩელსი" მზადაა "რომას" თავდამსხმელ ედინ ჯეკოს სანაცვლოდ 26 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა. ეს იქნება ინგლისელების მიერ ბოსნიელის გადაბირების ბოლო მცდელობა ზამთრის სატრანსფერი პერიოდში.
თავად ფეხბურთელის მოთხოვნა კვირაში 90 ათასი გირვანქა სტერლინგია, ხოლო თავდამსხმელს კონტრაქტის გაფორმება 2021 წლის ივლისამდე სურს. ტრანსფერის წინააღმდეგი კი იტალიური კლუბია, რომელთაც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის დაკარგვა არ უნდა.
ჯეკო "რომაში" 2015 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ ფეხბურთელმა 118 მატჩში 62 გოლი გაიტანა. ედინის სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონი ევროა.