ჭადრაკი

20:03 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატი მიხეილ მჭედლიშვილის გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატი მიხეილ მჭედლიშვილის გამარჯვებით დასრულდა. მან დღევანდელი ტაი-ბრეიქის პირველივე, 10-წუთიანი პარტიებისგან შემდგარ მატჩში დავით ჯოჯუასთან ანგარიშით 1,5:0,5 გაიმარჯვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.

ამრიგად, საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: I - მიხეილ მჭედლიშვილი, II - დავით ჯოჯუა, III - თორნიკე სანიკიძე.

ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩემპიონატში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

I ადგილი - 6 000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი

II ადგილი - 4 500 ლარი+ ფედერაციის გრანტი 1 000 ლარი

III ადგილი - 3 500 ლარი+ ფედერაციის გრანტი 500 ლარი

IV ადგილი - 2 500 ლარი

V ადგილი - 500 ლარი

VI ადგილი - 500 ლარი

VII ადგილი - 500 ლარი

VIII ადგილი - 500 ლარი

ასევე, I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2018 წლის ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე.

0.1223