ფეხბურთი

13:16 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” პოჩეტინოს ეპატიჟება

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის შეცვლას მაურისიო პოჩეტინოთი აპირებს. როგორც Daily Mail-ი ირწმუნება, “სამეფო კლუბის” წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ “ტოტენჰემის” თავკაცის აგენტს და მასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.

თუკი არგენტინელი სპეციალისტისგან თანხმობას მიიღებენ, მადრიდელებს ლონდონელებთან საერთო ენის გამონახვაც მოუწევთ, რადგან მწვრთნელსა და “ტოტენჰემს” შორის გაფორმებულ კონტრაქტში, მისი წასვლის შემთხვევაში, სოლიდური საკომპენსაციო თანხის გადახდაა გათვალისწინებული.

პოჩეტინო “ტოტენჰემს” 2014 წლიდან წვრთნის. რაც შეეხება “რეალს”, გუნდიდან ზიდანის დათხოვნაზე საუბარი მადრიდელთა ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს. თავად ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ “სამეფო კლუბს” იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ დაინახავს, რომ ფეხბურთელებს მისი არ ესმით.

0.116609