ლევან გორგაძე მესამე ევროპელი სუმოისტია, რომელმაც სუმოს უმაღლესი ჯილდო – იმპერატორის თასი მოიპოვა.
ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა გოლიათმა, რომელიც 2018 წლის პირველ ბაშოზე დასავლეთის მე-3 მაეგაშირას რანგში გამოდის, ჩემპიონის ტიტული ბოლოსწინა – მე-14 ტურში, იაპონელი შოჰოზანის ძლევით გაინაღდა (VIDEO).
ამ გამარჯვებით ლევან გორგაძემ 12-ქულიანი დადებითი ბალანსი მოიპოვა (13 მოგება და 1 წაგება) და უახლოესი მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა.