ფეხბურთი

1:30 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი და ისკო “ვალენსიასთან” მატჩს გამოტოვებენ

მადრიდის “რეალს” ლა ლიგის უახლოესი ტურის მატჩში, კაპიტანი სერხიო რამოსი და ისკო ალარკონი დააკლდებიან.

“სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რამოსს ძველი დაზიანება გაუმიზეზდა, რომლის გამოც ერთი თვის გამოტოვება მოუწია და 2018 წელს პირველად “ლეგანესთან” წაგებულ (1:2) სათასო მატჩში ითამაშა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდი ვერ შეძლებს ის თამაშს.

რაც შეეხება ისკოს, როგორც ირკვევა, მას მარცხენა ფეხი აწუხებს და ამ მიზეზით “ვალენსიასთან” გასამართი მატჩისთვის განაცხადში ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ “ვალენსიას” და “რეალის” დაპირისპირება დღეს საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

თეგებილა ლიგა
0.103485