სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:22 | 26.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის თასის ნახევარფინალური წყვილები

ესპანეთის სამეფო თასის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ “ბარსელონა” ფინალის საგზურისთვის “ვალენსიასთან” იბრძოლებს, “ლეგანესი” კი, რომელმაც მეოთხედფინალში “რეალი” დაამარცხა, “სევილიას” დაუპირისპირდება.

ნახევარფინალის პირველი მატჩები 31 იანვარს გაიმართება, საპასუხო - 7 თებერვალს. “ბარსელონა” და “ლეგანესი” პირველ შეხვედრებს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

ესპანეთის თასის 1/2-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები:

“ბარსელონა” - “ვალენსია”

“ლეგანესი” - “სევილია”

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113499