ფეხბურთი

15:20 | 26.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “არ მინდა “იუვენტუსისთვის” პრობლემად ვიქცე”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი, რომელსაც კლუბთან კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება, უახლოეს პერიოდში ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს.

“კლუბის პრეზიდენტს შევხვდები და ვისაუბრებთ. ერთად უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის და პირველ ყოვლისა, “იუვენტუსისთვის” იქნება სასარგებლო. არ მინდა “იუვესთვის” და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრობლემად ვიქცე. შეიძლება თუ არა გადავიდე სხვა კლუბში თუკი კონტრაქტს არ გავაგრძელებ? არა, ან “იუვენტუსი” ან არაფერი” - ციტირებს ბუფონის სიტყვებს La Repubblica.

0.116708