რუმინეთის საფეხბურთო ნაკრებს ისეთი გულბოყდამწველი სილამაზისა და სიკისკისის თილისმა ჰყავს, მის სანახავად მართლაც ღირს ირაკლი ჩარკვიანის შემდეგ შავი ზღვის კიდევ ერთხელ “გადაცურვა“. მით უმეტეს, რომ როგორც იქნა საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ეღირსა.
რუმინელი მოდელი და რუმინეთის საფეხბურთი ნაკრების თილისმა, ალინა ვასრიუ ის ქალია, რომელიც აზღუდსა და საწმერთულს დღეში ლამის ასჯერ იცვლის, რადგან სადაც კი ნიფხვის მწარმოებელი ფირმაა, ყველას ნაწარმს სწორედ ეს ასული არეკლამებს და საწმერთულის მუდმივი ცვლა მისი რუტინული ხელობის ნაწილია.
სარეკლამო ბიზნესში მშვენიერი ალინა იმდენად თავითაა გადაშვებული, რომ ხშირად პოდიუმზე ნარნარად გავლა-გამოვლისთვის დროც კი აღარ რჩება, რის გამოც, რუმინელ ლამაზმანს პროფესიონალიზმსა და საქმისადი ერთგულებას უწუნებენ, მაგრამ ალინას არაფერი ეტობა ეს ამბავი რომ დიდად ანაღვლებდეს...