ჩოგბურთი

10:46 | 26.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის ტურნირების განრიგი

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ფეისბუქში პირად გვერდზე იმ ტურნირების სია გამოაქვეყნა, სადაც ის უახლოეს მომავალში თამაშს აპირებს.

3-4 თებერვალს, ბასილაშვილი დევისის თასზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს. ეროვნული გუნდი სტუმრად მაროკოს გაეჯიბრება.

12-18 თებერვალს, ნიუ-იორკის ტურნირი (ყოფილი მემფისის პირველობა, რომელიც 2018 წლიდან ნიუ-იორკში გადაიტანეს).

19-25 თებერვალი – დელრეი ბიჩის ღია პირველობა.

26 თებერვალი-3 მარტი - აკაპულკოს ტურნირი.

21 მარტიდან-1 აპრილის ჩათვლით - მაიამის მასტერსი.

ქართველი ჩოგბურთელი ყველა აღნიშნული ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს.

0.106179