ზაზა ფაჩულიამ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში საიუბილეო, მე-1000 მატჩი ჩაატარა. მისმა “გოლდენ სტეიტმა” კი შინ “მინესოტა ტიმბერვულვზი” 126:113 დაამარცხა.
ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 16 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 9 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრები” მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში “მინესოტამ” ანარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა.
კევინ დურანტმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა. “მინესოტაში” 31 ქულით და 11 მოხსნით კარლ ენტონი-თაუნსი გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 39 მოგებით და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რომელ საიტზე უყურებთ გამომიგზავნეტ თხოვნა მაქვს
წარმატებები
საინტერესოა. ერთ სათამაშო დღეს ორმა ცენტრმა გააკეთა სამმაგი დუბლი - მარკმა და კაზინსმა.
ეს დიდი იშვიათობაა.
აჰა რას ერჩით ამ საიტს.


კავსმა როგორც იქნა მოიგო, თან ლებრონას სამმაგით. ამათ კი ჯერ არ დაუწერიათ
რას ფიქრობთ ხვალე გოლდენი ბოსტონის დაპირისპირებაზე. საინტერესო უნდა იყოს და არ მგონია დიდი ანგარიშით წააგონ მწვანეებმა. ჰეივარდი დაბრუნდეს ერთი მაინტერესებს ბოსტონი როგორ ითამაშებს ოპტიმალური ხუთეულით
ორიანზეც კაი კუში აქვთ და არ წამოიღონ. ორი დღის წინ კლიპერსთანაც მაგრად ითამაშეს, გუნდურად.
კი არ არის გამორიცხული. გუნდური გუნდი ჰყავს ბოსტონს და არ გამიკვირდება ძაან თუ მეორეჯერაც მოუგებენ, მაგრამ თუ ესენი სუპერფინალში დაეჯახნენ ერთმანეთს იქ ჩემი აზრით შანსი არ აქვთ. ან საერთოდ იმ მუხრანელებთან როგორც შენ ეძახი ვის აქვს შანსი ?
გაიხარე ზაზა ! ! !
ძალიან გამიხარდება, თუ კარიერის დამთავრების მერე ჩამოხვალ და ჩაუდგები სათავეში ქართულ კალათბურთს, პირადად შენ უკვე ვეღარავინ შეგეწინააღმდეგება ! ! !
ლელოზე რა კაი ინტერვიუ დევს მისი. ბევრ ქართველს შეეგნოს იგივე.
ერთ თამაშში, საშუალოდ 7 ქულას და 6 მოხსნას აგროვებს. ზუსტად ესეთი შედეგი აჩვენა თავის პირველივე მატჩში ნბა-ში, 2003 წელს, ორლანდოში, 7 ქულა და 6 მოხსნა. რამდენი დრო გასულა მას შემდეგ...
მე 7000-ე ქულა რომ გააკეთა ამ თამაშში ამაზე რატო არ წერთ ??
1000 მატჩი და 7000 ქულა!
ზაზას ვულოცავ ამ ისტორიულ შედეგს, ძალიან მაგარი და ისტორიული მიღწევაა, კიდევ როდის გვეყოლება ნბა-ში ქართველი ასეთი შედეგით, კაცმა არ იცის. ძალიან მაგარი მიღწევაა, ბრავო. ითამაშო ჩემპიონი გუნდის ძირითად ცენტრად, ამას დიდი შეფასება აღარ უნდა!
სუმოზე რა ხდება, დაწერეთ ვინც ერკვევით, ანუ ქართველი უმაღლესი საფეხურის შეჯიბრს იგებს? მანდაც ხო რაღაც ლიგებია, დონის მიხედვით. ადრე კოკაი და სხვები რომ გყვავდა, მსგავსი არ მოუგიათ არასდროს?
კი უმაღლესი საფეხურის ტურნირია ორი შეხვედრა დარჩა და ერთიც რომ მოიგოს ამ ორიდან ჩემპიონია...
ადმინ ოლ სტარზეც დადე რამე დალაგდა სასტავი ლებრონის გუნდშია დურანტი დდდდდდ ალბათ ათამაშებს ლებრონა 15 წუთს
1000 მატჩი ნბაში ფანტასტიკური შედეგია გილოცავ ზაზა ამ მაჩვენებელს ბევრი მაღალი კლასის კალათბურთელი იოცნებებდა
1.5 aq gsw chempionobaze 6.0 cavs 6.5 raketebis 8 popovichis bichebis ,vinunda mougos am gunds , uzarmazari albatobit zaza meore becheds daityams rac ukve penomenaluri shedegia
კლივლენდს კიდე კარგი კუში ქონია ეგეც ლებრონას ხათრით თორემ ჰიუსტონი გაცილებით ძლიეროა კავსზე
ზაზაზე ყოველთვის ველი რაღაც ახალს და სასიამვნო ინფორმაციას, აი სუმოსე არ და წეროთ არაფერი არ გინდათ.
რომელ საიტზე უყურებტ გამომიგზავნეთრუსები ბლოკავენ უკრაინასში თAVIANტ საიტებს
მე-1000 მატჩი ნბა-ში ! ბრავო ზაზა გილოცავ !!!
Moumata zazam wels zaza pars 59 %t utevs 84 sajarimodan rac sauketesoa 15wlian karierashi
კაცმა მთელი სუმოს სამყარო აალაპარაკა....ესეთ რამეს ვინ იცის კიდევ როდის ვნახავთ...ცოტა მეტი ყურადღება და დაფასება ესეთ ადამიანებს ჩემი თხოვნა იქნება
როცა ქულებს აგდებს ეგ უმეტესად იმის დამსახურებაა რომ გოლდენის სუპერ სტარები დიდ ყურადღებას იქცევენ და ზაზასთვის თავისუფალი ადგილის პოვნა ადვილია, ამიტომ უმეტეს ქულებს ფარქვეშიდან მარტო მდგარი აგროვებს. საშუალო მანძილიდან და 50 პროცენტიანი შესატევი სიტუაციიდან პრაქტიკულად აღარ უტევს.
ნაადრევად წავიდა ზაზა ნაკრებიდან,მსოფლიოზე თუ გავედით მის გარეშე რა გვეშველება. იქნებ სუმოზე დაწეროთ რამე,ტოჩინოშინი საცაა ჩემპიონი გახდება.ადრე რეგულარულად აშუქებდით ახლე რა გეტაკათ.
მსოფლიოზე რა გვინდა?
და რატო არგვინდა???აი ასეთი კომენტარების არსს ვერასდროს ვერ ვხვდები
ბოლო თამაშები მიცემულ დროში ძალიან კარგ სტატისტიკას დებს.