ფეხბურთი

22:40 | 25.01.2018 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა. “წითელი ეშმაკების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი “ოლდ ტრაფორდზე” 2020 წლამდე იმუშავებს.

54 წლის მწვრთნელმა “მანჩესტერ იუნაიტედი” 2016 წელს ჩაიბარა და მასთან 3+1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახლა კი, ხელშეკრულებაში ჩადებული ეს პუნქტი ამოქმედდა და ჟოზე მანჩესტერულ კლუბს ერთი სეზონით მეტხანს გაწვრთნის.

მოურინიოს ხელმძღვანელობით “იუნაიტედმა” 99 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 61 მოიგო, 23 ფრედ ითამაშა და 13-ჯერ დამარცხდა. გასულ სეზონში “წითელმა ეშმაკებმა” ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და ევროპა ლიგა მოიგეს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:11 | 24.02.2015
GB Nadal (4)

რა ენაღლება ბიჭს! მოიგო

19:24 | 24.02.2015
levani82 (41682)

Djoko

შვეიცარიის ნაკრებში პოლონელი მარტო დარჩა ხო? ისე მაგ პოლონელს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება

18:37 | 24.02.2015
Djoko (9552)

პარტნიორების ხათრით კი არ თამაშობდი, დევისი არ გქონდა მოგებული და მაგიტომ,კარიერის დასრულება არ გინდოდა ისე...მოიგო შარშან და ეხლა აღარ უნდა რა ძმააა ფედკა....ანუ ამდენ ხანს რო თამაშობდი იტანდი ფედერაციის მხრიდან და.ჯმას? )))))...ნუ სანამ არ მოიგებდი ))

15:37 | 24.02.2015
levani82 (41682)

ფედე მაგის ქულები, რომ ჩამოგაკლდება იცი ხო?

14:44 | 24.02.2015
BEERTRANCE (97819)

ამას რას ერჩოდა ფედერაცია, თამაშების ძალად წაგებას?

11:33 | 24.02.2015
kings never die (12388)

აბა რა ფედე რა ჯანდაბათ გინდა დევისის თასი შჰენი ფიზიკისთვის მანდ თამაშჰი მეტისმეტია

01:48 | 03.03.2015
NGoLo KaNte (36472)

+

0.131569