უეფას ახალ ტურნირში, ერთა ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეკსანდრს სტარკოვსი ჯგუფის ფავორიტად ვლადიმირ ვაისის გუნდს მიიჩნევს.
“ერთა ლიგის შექმნა უეფას ერთ-ერთი კარგი ნაბიჯია, რომელიც ევროპაში ფეხბურთის განვითარებას ემსაუხრება. ახლა იმ გუნდებსაც მიეცემათ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი, რომლებიც განვითარების მხრივ მაღალ დონეზე არ დგანან.
საინტერესო ჯგუფში მოვხვდით, სადაც თავი განსხვავებული სტილის გუნდებმა მოიყარა. მეტოქეებს კარგად ვიცნობთ, რაც ამ ტურნირის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. ანდორას ყველა გუნდისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა. ყაზახეთი საკლუბო ფეხბურთის მხრივ ამ ჯგუფში ყველაზე მაღლა დგას. ჯგუფის ფავორიტად კი საქართველოს ნაკრები მიიჩნევა, რომელსაც კარგი შემადგენლობა ჰყავს და მაღალი დონის სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი წვრთნის.
რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ფეხბურთელები, მწვრთნელები და გულშემატკივრები მხოლოდ ერთი იდეით ვიქნებით - ყველა თამაშში ვეცდებით გამარჯვებას და ამ ტურნირზე პირველი ადგილის მოპოვებას” - ციტირებს სტარტკოვსის სიტყვებს ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
ერთა ლიგაზე, D ლიგის I ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ლატვიასთან დაპირისპირება მიმდინარე წლის 9 სექტმბერს შინ ელის, 16 ოქტომბერს კი სტუმრად (ჯგუფის კალენდარი სრულად).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეალს ეტყობა კროოსის წასვლა და მოდრიჩიც რომ წავა მერე ნახეთ დატყობა.ბელინგემი ვალვერდე კაი ფეხბურთელები არიან მაგრამ კროოსი და მოდრიჩი არცერთი არაა.რა ვიცი,ვინმე მაგარი თუ არ იყიდა პერესმა(გაუჭირდება) მაშინ ბარსას ცენტრი გამოისვამს რეალს კაიხანი
სწორია ბენზემა.გასაგებია რომ არაა ტიპიური ცენტრფორვარდი ტილიანი მაგრამ მაგის შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს არ უნდა უჭირდეს არც ცენტრფორვარდობა და უნდა გაითავისოს ეგ პოზიციაც.გარემარბი მბაპე ისედაც ვის რა ჩემ მზედ უნდა,ინსაიდს კი ვინის გამო ვერ ითამაშებენ