ფეხბურთი

12:44 | 25.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიგზი თანაშემწედ სქოულზს ეპატიჟება

უელსის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რაიან გიგზი თანაშეწმედ ყოფილ თანაგუნდელს პოლ სქოულზს ეპატიჟება. 44 წლის უელსელი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში სქოულზთან ერთად “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა, ამბობს, რომ მის სიაში სხვა სპეციალისტებიც არიან, თუმცა ჯერ პოლის პასუხს ელის.

“პოლს მუდმივად ვესაუბრები, მას რამდენიმე დღის წინაც შევხვდი და ეს საკითხი განვიხილეთ. ცხადია, სქოულზს კარგად ვიცნობ და დიდი სურვილი მაქვს ჩვენთან იმუშაოს. ამავდროულად, მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ადამიანთან, თუმცა მათი დასახელება არ მინდა. ვნახოთ რა მოხდება” - აცხადებს რაიან გიგზი, რომელმაც უელსის ნაკრები ცოტა ხნის წინ ჩაიბარა და ფეხბურთის ფედერაციასთან ოთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115869