“ევერტონის” აწ უკვე ყოფილი მოთამაშე, აარონ ლენონი კარიერას “ბარნლიში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “ლანკაშირელთა” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
30 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო თანხის და ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
ლენონმა “ევერტონიდან” წასვლა მას შემდგომ გადაწყვიტა, რაც მერსისაიდელებმა “არსენალიდან” 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად ტეო უოლკოტი დაიმატეს. აარონის თქმით, მას მაღალ დონეზე თამაში კვლავ შეუძლია და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს.
შეგახსენებთ, რომ ლენონი “ევერტონში” 2015 წელს “ტოტენჰემიდან” გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში “კანფეტების” მაისური 19-ჯერ მოირგო და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.