სხვა

17:22 | 24.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

27-28 იანვარს საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველი ეტაპი გაიმართება

27 და 28 იანვარს ბაკურიანი 2017-2018 წლის საქართველოს თასის პირველ ეტაპს უმასპინძლებს. სამთო-სათხილამურო სპორტის ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერალური სპონსორის კომპანია"სილქნეტისა“, კომპანია ,,ბორჯომისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით გაიმართება.

შეჯიბრებაში მონაწილე გოგონები და ვაჟები სამ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზებენ.

ბავშვები I, დაბადების წელი 2004-2005

ბავშვები II, დაბადების წელი 2002-2003

მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2001 და უფროსი ასაკი.

სლალომის და გიგანტური სლალომის სახეობებისთვის შერჩეულია დიდველის და მიტარბის ტრასები.

შეჯიბრების დასასრულს სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

სამწლიანი პაუზის შემდეგ წელს ბაკურიანის, სვანეთისა და აჭარის სამთო-მოთხილამურეებს გუდაურის გუნდი შეუერთდა. ამ განახლებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის გათამაშების ყოველი ეტაპის შესახებ მომზადდება სპეციალური ფილმი, რომელიც ,,სილქტივის“ სპორტული არხების მეშვეობით გადაიცემა და სოციალურ ქსელშიც გავრცელდება .

gsf.ge

1.971339