შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში უეფას ახალი სანაკრებო ტურნირის, ერთა ლიგის წილისყრა მიმდინარეობს და უკვე გაირკვა ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები.
რეიტინგის მიხედვით D ლიგაში განაწილებული საქართველოს ნაკრები კენჭისყრის შედეგად I ჯგუფში მოხვდა, სადაც ლატვიის, ყაზახეთის და ანდორას ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება.
D ლიგაში 16 ნაკრები ოთხ ჯგუფში ასე გადანაწილდა:
I ჯგუფი: საქართველო, ლატვია, ყაზახეთი, ანდორა
II ჯგუფი: ბელარუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან მარინო
III ჯგუფი: აზერბაიჯანი, ფარერები, მალტა, კოსოვო
IV ჯგუფი: მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი
ჯგუფური ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ჯგუფების პირველადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან, მერე იქნება მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი, რომლის გამარჯვებული ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
A, B და C ლიგების კენჭისყრა ამ წუთებში მიმდინარეობს, შედეგებს მისი დასრულებისთანავე მოგაწვდით.