ჩოგბურთი

14:09 | 24.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირველი კორეელი დიდი სლემის ნახევარფინალში (+VIDEO)

ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალში 21 წლის კორეელმა ჰიონ ჩონმა ტენი სანდგრენი 6:4, 7:6, 6:3 დაამარცხა (VIDEO) და გახდა პირველი კორეელი, რომელიც დიდი სლემის ნახევარფინალში ითამაშებს.

2004 წლიდან მოყოლებული, ჩონი ყველაზე დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელია, ვინც ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გააღწია. ამჟამად კორეელი რეიტინგის 58-ე ნომერია.

ჩონი ნახევარფინალში ფედერერი-ბერდიხის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110934