კალათბურთი

10:44 | 24.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ტური “ტიტებისა” და “თსუ-ჰიუნდაის” გამარჯვებებით დასრულდა

საქართველოს საკალათბურთო “ა” ლიგის მეორე ტური თბილისში 2 მატჩით დასრულდა. ოლიმპიურმა სასახლემ ჯერ “ტიტები” – “თბილისის” დაპირისპირებას უმასპინძლა, შემდეგ კი “თსუ ჰიუნდაი” – “არენას”.

ორივე მატჩში გამარჯვებული იოლად გაირკვა. “თბილისის” დიდი მონდომების მიუხედავად, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრებით დაკომპლექტებულმა”ტიტებმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. თბილისელები ნიადაგ მდევრის როლში იყვნენ და მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, მეტოქესთან 9 ქულით მიახლოვება იყო. საბოლოოთ კი 11 ქულით – 82:93 წააგეს.

“ტიტებს” 20 ქულით და 8 მოხსნით ანტუან სპეისმა ულიდერა. 19 ქულა და 10 მოხსნა კაჰიმ რენსომის ანგარიშზეა, ხოლო ჯონ ბრიტონმა გამარჯვებულებს 15 ქულა მიაშველა. “თბილისში” 21 ქულით ბომბარდირი ირაკლი ბეშქენაძე გახდა. 20 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა ვასილ ბერუაშვილმა, ხოლო სანდრო მეგენერიშვილმა 12 ქულა და 13 პასი მოინაგრა.

მეორე მატჩში 16-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. “თსუ-ჰიუნდაიმ” დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. “არენამ” ერთხელ, მესამე პერიოდში 2 ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი. საბოლოოდ, “თსუ-ჰიუნდაიმ” 81:65 იმარჯვა, რაშიც 20 ქულით სოლიდური წილი სტანოიე კნეჟევიჩმა დაიდო. 16 ქულა დენიელ უილიამსმა მოაგროვა, ხოლო ობრი მაკალპინი სამმად დუბლს მიუახლოვდა – 12 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი.

შემდეგი ტურის მატჩები 28 იანვარს გაიმართება.

თბილისი – ტიტები 82:93
თსუ-ჰიუნდაი – არენა 81:65

gbf.ge

0.117685