თქვენ რომ ყოველდღე ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებზე და წარსულის არცთუ საამო მოგონებებზე გესაუბრნონ მოგეწონებათ? ჰოდა, ზუსტად ასე არ მოსწონს და არ სურს ყოფილ მოდელს, სუზანა ვერნერს თავის წარსულზე საუბარი, მაგრამ ამ ბულვარულს მედიას ვინმე გაქცევია განა?...
სუზანა ვერნერი კარგა ხნის განმავლობაში, ლეგენდარული ბრაზილიელი მობურთალის, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს სატრფო იყო და“კიჭამ“ კინაღამ ცოლადაც მოიყვანა. ამის შემდეგ, ვერნერის ქალი ბრაზილიელ ცნობილ მსახიობს ხვდებოდა, თუმცა საბოლოო ნავთსაყუდელი, რონალდოს თანაგუნდელთან, ცნობილ და აწუკვე ვეტერან გოლკიპერთან - ჟულიო სეზართან ჰპოვა და ახლაც სენიორ ჟულიოს მეუღლე და 3 შვილის დედაა.
ეს ოხერი “ყვითელი მოკალმები“ კი, როდესაც საწერი და საჭორაო შემოელევათ, - თურმე ხშირად აკითხავენ ქალბატონ სუზანას და წარსულში ჩხრეკას სთხოვენ, რაზეც ეს ქალი ნამეტნავად ბრაზდება და აგერ ამ ერთი კვირის წინ, სახლიდან ჟურნალისტები ისე კოხტად გააბუნძულა - თქვენი მოწონებული. ვერ იზამდა თუ რა?!...