ფეხბურთი

22:40 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები: საქართველო-აზერბაიჯანი 1:1

თურქეთში საქართველოსა და აზერბაიჯანის 21-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირება შედგა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ეს იყო გია ცეცაძის დებიუტი 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის პოსტზე, თუმცა არც ქართველები ყოფილან ოპტიმალური შემადგენლობით და არც – აზერბაიჯანელები.

ქართველთა შორის არაერთმა დებიუტანტმა ითამაშა. რაც შეეხება გოლს, მეორე ტაიმის დასაწყისში ბექა მიქელთაძემ გაიტანა. ვაგებდით და მიქელთაძემ გაათანაბრა – 1:1.

საქართველოს შემადგენლობა: ჩოჩიშვილი, ნადირაძე, კობოური, ქანთარია, ახალაძე, სამურკასოვი, ბაშელეიშვილი, რუხაძე, შულაია, არველაძე, მიქელთაძე; სათადარიგოები: შოვნაძე, გიორბელიძე, კამლაძე, კუცია, ხარებაშვილი, გადრანი, მაჭარაშვილი, საღრიშვილი, ჩაჩუა, ღუდუშაური.

0.113216