ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “პორტლენდის” ლიდერი დემიენ ლილარდი, ხოლო აღმოსავლეთში “ფილადელფიას” ცენტრი ჯოელ ემბიდი დაასახელეს.
გასულ კვირას “პორტლენდმა” სამივე შეხვედრა მოიგო, ლილარდი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 29.3 ქულას, 8 პასს და 5 მოხსნას აგროვებდა.
ემბიდი საშუალოდ ერთ მატჩში 29.7 ქულას, 12 მოხსნას, 3.3 პასს და 1.7 ბლოკ-შოტს აკეთებდა.