ჩოგბურთი

21:00 | 23.01.2018 | ნანახია 737 - ჯერ

ვოზნიაცკი ნახევარფინალშია

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი ქეროლაინ ვოზნიაცკი კარიერაში მეორედ ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა (2011, 2018).

მეოთხედფინალში ქეროლაინმა ესპანელი კარლა სუარეს ნავარო 6:0, 6:7, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.

ვოზნიაცკი ნახევარფინალში ბელგიელ ელის მერტენს შეხვდება, რომელთანაც ფავორიტად ითვლება. მერტენსს ტურნირზე ჯერჯერობით არც ერთი სეტი არ წაუგია. შეხვედრა 25 იანვარს თბილისის დროით 12:30 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში დანიელი ბელგიელს 1:0-ს უგებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:43 | 23.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მიდი კაროლინა მიდი პირველი სლემი უნდა დადო დრო მოვიდა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113815