პსჟ-ს ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი, ლიგა1-ის დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა და ხმათა 50% ნეიმარმა მიიღო. „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელისთვის ეს პირველი მსგავსი აღიარებაა პარიზში გადასვლის შემდეგ.
დეკემბერში ბრაზილიელმა სამ მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ნეიმარს თვის საუკეთესოდ დასახელების კარგი შანსი იანვარშიც აქვს, რადგან „დიჟონთან“ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დეკემბრის თვეში მეორე ადგილზე „ნიცას“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გავიდა (26%), რომელმაც ნეიმარის თანაგუნდელ მბაპეს 2%-ით აჯობა.