კალათბურთი

13:15 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

საკალათბურთო ა-ლიგის მეორე ტური

საქართველოს საკალათბურთო ა-ლიგაში მეორე ტურის პირველ შეხვედრაში გუშინ, „წყალტუბომ’’ 85:81 დაამარცხა „კავკასია’’, დღეს კი დარჩენილი ორი თამაში გაიმართება. ოლიმპიურ სასახლეში, 16:15 საათზე, „ტიტები“ დებიუტანტ ‘’თბილისს’’ დაუპირისპირდება, მოგვიანებით, 18:15 საათზე, თსუ-ჰიუნდაის და არენას მატჩი შედგება.

თამაშის წინ „ტიტების’’ მთავარა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ჩიკვილაძემ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრეს.

დავით უსტიაშვილი: „ თამაშს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. გუნდში ყველა ჯანმრთელადაა გიორგი ჯაშის გარდა, რომელიც დიდი ხანია უკვე ტრავმირებულია.

მართალია ‘’თბილისი’’ პირველ ტურში დიდი ანგარიშით დამარცხდა, მაგრამ საკმაოდ მებრძოლი გუნდია. ძირითადად ახალგაზრდა კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული და ბოლომდე იბრძოლებენ. ჩვენც სრული სერიოზულობით ვემზადებით თამაშისთვის“.

ბექა ჩიკვილაძე: „სერიოზულად ვემზადებით შეხვედრისთვის. პირველ თამაშში დიდი სხვაობით მოგების მიუხედავად დავინახეთ შეცდომები, რომლის გამოსწორებაზეც ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ამ თამაშს წინაზე უკეთ ჩავატარებთ“.

"ტიტების" პრესსამსახური

0.143502