ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში მყოფმა “სამტრედიამ” კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდში ჩაირიცხნენ ცენტრალური მცველი გივი ქარქუზაშვილი და ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვინსენტ ლუკას ვეილი.
31 წლის ქართველი მცველი 2014 წლიდან გორის “დილას” ღირსებას იცავდა, მანამდე უთამაშია “ცხინვალში”, “ბორჯომში” და მარტვილის “მერანში”.
რაც შეეხება 27 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელს, ის “ალკმაარის” აკადემიის აღზრდილია, საიდანაც 2008 წელს “ლივერპულში” გადაბარგდა, თუმცა ინგლისში გატარებული ორი წლის განმავლობაში 23-წლამდელთა გუნდში თამაშობდა. ცოტა ხნით “ჰელმონდში” იყო განათხოვრებული, მერე კი ესპანურ “ეიბარში” ერთი წელი დაჰყო (15 მატჩი, 1 გოლი). 2012-2013 წლებში სამშობლოში “კამბურის” შემადგენლობაში ირიცხებოდა (8 მატჩი). მომდევნო ორი წელი ჰონგ კონგში გაატარა. 2015 წელს ესპანური “ფუენლაბრადას” მაისურით 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მერე დანიურ “ფრედერიციას” შეუერთდა (18 მატჩი, 2 გოლი), ბოლოს კი მალაიზიის ჩემპიონატში PKNP-ს რიგებში გამოდიოდა (20 მატჩი, 2 გოლი). 5 თამაში აქვს ჩატარებული ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებში, 1 - 20-წლამდელებში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არა, ის რაჭა ვისზე ღადაობს საინტერესოა. დინამოში რომ ყანის ნადი ჩამოჰყავდათ იმათზე რატომ არ იძახდა იგივეს?
დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
აგერ გვისრულდება ოცნებები ივანიშვილმა თქვა მე მართლა სიტყვით კიარ ვაბოლებ ქვეყანასო აღმშენებლობის საუკეთესო 6 წელი იწყება პლანით დაბოლილი ქვეყანა რკინაბეტონის თბილისი უხვმოსავლიანი რეგიონები გაძვირებული ტარიფები ისე გვიფრთხილდებიან რომ აქციზებიც მოგვიმატეს სიგარეტზე ჩვენ ჯანმრთელობაზე ისე ზრუნავენ რომ სიგარეტი გაგვიძვირეს
ნაგავს მოწევენ მაგრამ სამაგიეროდ ნაკლებსო ამასობაში პროდუქტების მხირვაც მიღწევა აქვთ აქამდე თუ 200 მილიონი ტონით ვამძიმებდით საქართველოს ეხლა განახევრებულია 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ხომ საჩხერე იყო და დიდი გამოცდილება გაუზიარებია ბიძინიეს მთავრობისთვის აი რატომ გაძვირდა პროდუქტები პარლამენტი ხელოვნურად იმიტოა დაკომპლექტებული რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს პირდაპირ ეთერში ცხოველების ნახვა ზოგს ხომ შესაძლებლობა არ აქვს თბილისში ჩასვლის ნელნელა ვითარდებით ამ ყველაფერს რომ გავაანალიზებთ და შევეგუებით მერე ვიგრძნობთ ხალხი რომ ოცნება ავიხდინეთ
ბოლოს კი მალაიზიის ჩემპიონატში პკნკს რიგებში ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ტორპედოში ძინავთ თუ რას შვება ჩაჩავა
შემთხვევით შემოეხეტნენ ჩვენს ქვეყანაში ეს ჰოლანდიელები. ეტყობა დეკრიმინალიზაცია რო გამოვაცხადეთ, თავის სამშობლოში ავერიეთ

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
მალე, რეკლამაც გაეძრობა - მეორადი ფეხბურთელები ჰოლანდიიდან
რა ვიცი, მაინც წარმატებები