“ბარსელონას” და ბელგიის ნაკრების ცენტრალური მცველი ტომას ვერმაელენი, ტრავმის გამო თამაშს ორი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
32 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ლა ლიგის გასულ ტურში, “ბეტისთან” სტუმრად მოგებული (5:0) შეხვედრის 42-ე წუთზე მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მას სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ტომასს მუხლის ქვედა მყესი აქვს დაზიანებული და მოედანს ორი კვირით ჩამოშორდება.
ვერმაელენმა მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანას” მაისურით 14 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.