ფეხბურთი

14:06 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ინტერმა” რაფინია ინათხოვრა

“ბარსელონას” ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა კარიერას “ინტერში” განაგრძობს. “ნერაძურის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 24 წლის ბრაზილიელი მილანურ კლუბს იჯარით შეუერთდა და “ჯუზეპე მეაცაზე” 2018 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს, თუმცა იტალიელებს მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა 38 მილიონ ევროდ (35 მილიონი გარიგების ფასი, ხოლო 3 მილიონი ბონუსები) შეეძლებათ.

რაფინია “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ხოლო ძირითად გუნდში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. ის 2013-2014 წლების სეზონში “სელტაში” იყო განათხოვრებული, დანარჩენ დროში კი “ბლაუგრანას” მაისურით 79-ჯერ ითამაშა და 11 გოლი გაიტანა. ბრაზილიელს მიმდინარე სეზონში მენისკის ტრავმა აწუხებდა, რომელიც ახლახანს მოირჩინა. ამიტომაც, მოედანზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა – გასულ კვირას “ესპანიოლთან” წაგებულ (0:1) სათასო მატჩში ბოლო 15 წუთი ითამაშა.

0.109736