ფეხბურთი

1:30 | 23.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა სანდოხაძე “კარპატიში” ითამაშებს

23 წლის ქართველი მცველი ნიკა სანდოხაძე ლვოვის “კარპატიში” ითამაშებს. მან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“კარპატი” უკრაინის ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზეა. ლვოველთა გუნდში აქამდე არაერთი ქართველი თამაშობდა, ჩვენებურთათვის უცხო კლუბი ნამდვილად არაა.

სანდოხაძე “სამტრედიაში” გამოდიოდა და 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, შარშან კი ქვეყნის სუპერთასი მოიგო. ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნეოდა.

0.121355