ჩოგბურთი

16:57 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა (+VIDEO)

ავსტრალიის ღია პირველობის 6-გზის ჩემპიონი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (14) მიმდინარე გათამაშების 1/8-ფინალში სამხრეთკორეელ ჰიონ ჩონთან (58) სამ სეტში 6:7 (4:7), 5:7, 6:7 (3:7) დამარცხდა. ჩოგბურთელებმა კორტზე 3 საათი და 24 წუთი დაჰყვეს.

ჯოკოვიჩმა ამ შეხვედრაში 2 ეისი შეასრულა, 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 19 ბრეიქ-პოინტიდან 5-ის რეალიზება შეძლო. მისი მეტოქის ანგარიშზე კი 1 ეისი, 2 ორმაგი შეცდომა და 6 რეალიზებული ბრეიქ-პოინტია.

21 წლის ჩონი პირველი სამხრეთკორეელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის 1/4-ფინალში გასვლა შეძლო.

მომდევნო ეტაპზე ჩონის მეტოქე რეიტინგის 97-ე ნომერი, ამერიკელ ტენის სანდგრენი იქნება.

0.145597