ფეხბურთი

14:22 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები მინსკში იწყებენ

საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები დღეს მინსკის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება. გიორგი ნემსაძის გუნდის პირველი მეტოქე ყაზახეთის ნაკრებია.

თამაში თბილისის დროით 15:15 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის youtube-არხზეა შესაძლებელი.

"განვითარების თასის“ მეთოთხმეტე გათამაშების მესამე ჯგუფური ეტაპის დანარჩენ მატჩებს ქართველი 17-წლამდელები 23 და 25 იანვარს მოლდოვისა და უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. ამის შემდეგ კი პლეიოფები დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

0.116095