ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალში როჯერ ფედერერი ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება.
მერვედფინალში როჯერმა მარტონ ფუსკოვიჩი 6:4, 7:6, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. როჯერმა 10-დან სამი ბრეიკი შეასრულა, მეტოქეს კი არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია.
ბერდიხი ფედერერის შეხვედრა 24 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში როჯერი ჩეხს 19:6-ს უგებს.