ფეხბურთი

19:06 | 21.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სფფ ბათუმში – ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყო

დღეს, ბათუმში სტადიონის მშენებლობა საზეიმოდ დაიწყო. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. სტადიონი იქნება უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებისა და 20 000 მაყურებელს დაიტევს.

საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფეხბუღთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ისაუბრა ახალი სტადიონის მნიშვნელობაზე. ასევე, ბათუმის ანგისის ბაზა დაათვალიერა.

“ბათუმის “დინამო” ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულებამდე ანგისაზე ითამაშებს. უკვე დასრულდა ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა. 1200 მაყურებელზეა გათვლილი ტრიბუნები და დამონტაჟდა განათების სისტემაც, რომელიც საშუალებას იძლევა, მატჩები საღამოს ჩატარდეს, განათებაზე. ეს კი, დამეთანხმებით, ფეხბურთს ხიბლს მატებს” – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

0.159958