"უოტფორდის" ხელმძღვანეობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო სილვა გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისელებმა ოფიციალურად დაადასტურეს. პორტუგალიელის გუნდმა პრემიერლიგის ბოლო 11 მატჩში მხოლოდ 1 მოიგო და კლუბის მესვეურებმა წარუმატებელი სერია სილვას არ აპატიეს.
მარკომ "უოტფორდი" გასული წლის მაისში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 26 მატჩიდან 8 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 13 შეხვედრაში მარცხი განიცადეს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გაწვრთნის "უოტფორდს".