ჩოგბურთი

16:24 | 21.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნადალს ოდნავ გაუჭირდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე წინა შეხვედრებთან შედარებით რაფალ ნადალს მძიმე ბრძოლსი გადატანა მოუწია. რაფამ 1/8-ფინალში დენის შვარცმანი 6:3, 6:7, 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 3 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა.

ნადალმა 18 შესაძლებლობიდან 7 ბრეიკი შეასრულა, ხოლო შვარცმანმა 18-დან სამი.

1/4-ფინალში ნადალი მარინ ჩილიჩს შეხვდება, მატჩი 23 იანვარს. თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი ხორვატს 5:1-ს უგებს.

0.124393