ალჟირის ეროვნული ნაკრების და "ლესტერის" თავდამსხმელმა ისლამ სლიმანიმ შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლომდე "ჩელსიში" იასპარეზოს. როგორც The Times-ი იუწყება, "არისტოკრატებს" ფეხბურთელის იჯარით დამატება სურთ, თავის მხრივ კი "მელიებსაც" სურთ აფრიკელი მოთამაშე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაანათხოვრონ.
სლიმანი "ლესტერმა" 2016 წელს ლისაბონის "სპორტინგიდან" დაიმატა. გასულ სეზონში ისლამმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს კი აფრიკელმა 17 შეხვედრაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა, აქედან პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.